„ჩვენ ძალიან კარგ ფორმაში ვართ, რათა წლის ბოლომდე ახალი კორონავირუსის ვაქცინის შექმნა შევძლოთ“,- ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„მე ვენდობი ამერიკელებს, მათ იციან სწორად როგორ მოიქცნენ. თუმცა, ჩემი რჩევაა ყველამ ატაროს პირბადე, როდესაც ეს მიზანშეწონილია, დაიცვან სოციალური დისტანცია და პირადი ჰიგიენა“,- აცხადებს ტრამპი.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა გუბერნატორებს, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები მოხსნან.











