აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პენსილვანიის შტატში „დემოკრატები“ მისი უპირატესობის გაქრობას ცდილობენ. ამის შესახებ ტრამპმა სოციალური ქსელ Twitter-ზე დაწერა.
„ყველა ღონეს ხმარობენ, რომ პენსილვანიაში ჩემი უპირატესობა, რაც 500 000 ხმას შეადგენს, რაც შეიძლება მალე გაქრეს. მიჩიგანში და სხვა შტატებშიც იგივე ხდება“,- წერს ტრამპი.
შეგახსენებთ, რომ პენსილვანიის, ნევადის, ჯორჯიის, ჩრდილოეთ კაროლინის, ალასკას შტატებში არჩევნების საბოლოო შედეგები ამ დრომდე არ გამოცხადებულა.
FOX NEWS-ის ბოლო მონაცემებით, პრეზიდენტობის „დემოკრატ“ კანდიდატს 264 ხმა აქვს, მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს კი 214.
ცნობისთვის, არჩევნებში გადამწყვეტი ამომრჩეველთა კოლეგიის ხმებია. გამარჯვებულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც 538-წევრიანი საარჩევნო კოლეგიიდან სულ მცირე 270 ხმას მოიპოვებს. საარჩევნო კოლეგიის წევრებს თითოეული შტატი, მოსახლეობის რაოდენობის პროპორციულად ირჩევს.
They are working hard to make up 500,000 vote advantage in Pennsylvania disappear — ASAP. Likewise, Michigan and others!
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) November 4, 2020
ყველა ინფორმაცია აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ნახეთ ამ ბმულზე
აშშ-ს ამომრჩეველთა კოლეგიის ხმების განაწილების პრინციპი შტატების მიხედვით











