fbpx
17/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ტრამპმა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს 2020 წლის არჩევნებში გამარჯვების მოსაპოვებლად დახმარება სთხოვა – ჯონ ბოლტონის წიგნი

12:09 ივნისი 18, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
“China supports the idea of a comprehensive review of the global response to COVID-19, after it is brought under control,” says President Xi Jinping, seen here with President Trump last summer.

“China supports the idea of a comprehensive review of the global response to COVID-19, after it is brought under control,” says President Xi Jinping, seen here with President Trump last summer.

773
ნახვა

ეროვნული უსაფრთხოების  საკითხებში  დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩევლი, ჯონ ბოლტონი თავის გამოუქვეყნებელ წიგნში („ოთახი, სადაც ეს მოხდა – თეთრი სახლის მემუარები“) წერს, რომ ტრამპმა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს 2020 წლის არჩევნებში გამარჯვების მოსაპოვებლად დახმარება სთხოვა. ინფორმაციას Washington Post-ი ავრცელებს.

ბოლტონის თქმით, ტრამპს უნდოდა ჩინეთს აშშ-სგან სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი შეეძინა.  ის  გასული წლის ზაფხულის სამიტს იხსენებს:

„ტრამპმა საუბარი აშშ-ის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე გადაიტანა და სი ძინპინს გამარჯვებაში დახმარება სთხოვა“,- წერს ბოლტონი.

ცნობისთვის, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ყოფილი მრჩევლის მემუარების ნაწყვეტები Wall Street Journal-ში, New York Times-სა და Washington Post-ში გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ბოლტონის წიგნის გამოქვეყნებამდე მის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.

წიგნი 23 ივნისს უნდა გამოვიდეს.

ჯონ ბოლტონის წიგნში „ოთახი, სადაც ეს მოხდა – თეთრი სახლის მემუარები“ აღწერილია მისი დონალდ ტრამპთან მუშაობის პერიოდი.

გამომცემლობა Simon & Schuster-ის ინფორმაციით, წიგნი შეიცავს ინფორმაციას ტრამპის „არათანმიმდევრული გადაწყვეტილების მიღების პროცესის შესახებ“ და ეს არის წიგნი, „რომლის წაკითხვაც ტრამპს არ სურს“.

დონალდ ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი მრჩეველი, ჯონ ბოლტონი 2019 წლის სექტემბერში გარკვეულ საგარეო საკითხებთან დაკავშირებით უთანხმოების გამო გაათავისუფლა.

თეგები: 2020 წლის არჩევნებიდონალდ ტრამპისი ძინპინიჩინეთიჯონ ბოლტონის წიგნი

დაკავშირებული სტატიები

მსოფლიო

ჩინეთში კორონავირუსის 161 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

იანვარი 3, 2022
858
მსოფლიო

ჩინეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობამ იმატა

დეკემბერი 13, 2021
1.3k
მსოფლიო

ჩინეთში კორონავირუსის 83  ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

დეკემბერი 9, 2021
840

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია