აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჰონგ-კონგთან დაკავშირებით ჩინეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების კანონპროექტს ხელი მოაწერა. ინფორმაციას cnbc-ი ავრცელებს.
„ჰონგ-კონგს ახლა ისე მოვექცევით, როგორც კონტინენტურ ჩინეთს. არავითარი განსაკუთრებული პრივილეგიები ეკონომიკაზე და ტექნოლოგიების ექსპორტზე. ამასთან ერთად, როგორც იცით, ჩვენ ჩინეთს დიდ ტარიფებს ვუწესებთ“,- განაცხადა ტრამპმა.
ამას გარდა, დონალდ ტრამპმა გამოსცა აღმასრულებელი განკარგულება ჰონგ – კონგისთვისს სავაჭრო-ეკონომიკური შეღავათების გაუქმების შესახებ.
შეგახსენებთ, რომ ჩინეთის პარლამენტმა ჰონგ-კონგთან დაკავშირებული ეროვნული უსაფრთხოების კანონი დაამტკიცა. კანონი ჩინეთს ჰონგ-კონგზე დამატებით უფლებამოსილებას ანიჭებს











