აშშ-ს მოქმედმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კორონავირუსის პანდემიის გამო ევროპისთვის დაწესებული სამოგზაურო შეზღუდვები გააუქმა. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
ტრამპმა შეზღუდვები ბრაზილიასაც მოუხსნა.
ცნობისთვის, აშშ-ში პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარსაა დაგეგმილი.
ჯო ბაიდენის წარმომადგენლის, ჯენ პსაკის განცხადებით, ბაიდენი გაპრეზიდენტების შემდეგ ტრამპის ამ განკარგულებას გააუქმებს.
„პანდემია უარესდება, კოვიდის ახალი ვარიანტები მთელ მსოფლიოში ვრცელდება, ახლა შეზღუდვების შემსუბუქების დრო არ არის“,- განაცხადა პსაკმა.











