აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ემანუელ მაკრონს კორონავირუსისგან სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა.
ინფორმაციას lefigaro ავრცელებს.
„პრეზიდენტმა ტრამპმა პრეზიდენტ მაკრონს სწრაფი გამოჯანმრთელება და მოვალეობების შესრულების სრულად განახლება უსურვა“, – განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა, ჯად დირმა.
ცნობისთვის, 17 დეკემბერს საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს კორონავირუსი დაუდასტურდა.











