ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ტვიშში გვიან ღამით საცხოვრებელი სახლი და დამხმარე ნაგებობები დაიწვა. ინფორმაციას ამის შესახებ რაჭა-ლეჩხუმ- სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის სამდივნო ავრცელებს.
„უმძიმესი ფაქტია ბანძელაძეების ოჯახისთვის, ამიტომ ყველაფერს გავაკეთებთ, ჩემი, როგორც მაჟორიტარი დეპუტატის და ადგილობრივი ხელისუფლების კომპეტენციის ფარგლებში აღმოვუჩინოთ დახმარება, ამ უდიდესი მატერიალური ზიანის საკომპენსაციოდ”, – განაცხადა გოჩა ენუქიძემ.










