პარლამენტში არიან და არ ისმენენ რაზეა კანონპროექტი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ „ქრონიკაში“ სამშენებლო ამნისტიის კანონპროექტზე საუბრისას ოპოზიციაზე განაცხადა.
მისი თქმით, რჩება შთაბეჭდილება, რომ ოპოზიციას პარლამენტში მოსვლა ეზარებოდა.
„ისინი საუბრობენ ისეთ რაღაცებზე, რასაც კანონპროექტი არ ეხება. კანონპროექტი არის პრობლემის გადაჭრის გზა იმ ფონზე, როდესაც რეგულირებები არის გამკაცრებული, კოეფიციენტები აიკრძალა, გამწვანებულ ზონებში მშენებლობა შეიზღუდა, დაუმთავრებელი მშენებლობის პრობლემები იჭრება და პრობლემად რჩება ექსპლუატაციაში მიღებული შენობები და ამ დროს ოპოზიციამ რაღაც მაგალითები მოიყვანა, მე დღეს მათ პასუხი გავეცი, რომ ვინც ჩამოთვალეს, ყველა დაჯარიმებულია. ოპოზიციას ვეტყვი, რომ ჩვენ ვსაუბრობთ იმ საკითხებზე, რომლებიც მოსახლეობას აინტერესებს, არავის აინტერესებს მათი პერფორმანსები. წაიკითხონ კანონპროექტები და პარლამენტში მომზადებულები მოვიდნენ“, – განაცხადა მაია ბითაძემ.










