წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას 50 წლამდე ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.
შემთხვევა სოფელ მიქავაში მოხდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ქალი ადგილზე გარდაიცვალა, სამი კი დაშავდა. მათ შორის ერთი ბავშვია, რომელიც ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ორი მათგანი კი – წალენჯიხის საავადმყოფოში ექიმების თქმით, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
50 წლამდე ქალის ცხედარი ქუთაისის პროზექტურაში გადაასვენეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლის მექვსე ნაწილით.

ავტორი: თეა შონია











