წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოცხოეწერში, დევნილთა დასახლებაში კორონავირუსის ორი შემთხვევა დადასტურდა.
ინფიცირებულები ერთი ოჯახის წევრები არიან, რომლებიც თბილისში 29 აგვისტოს იმყოფებოდნენ. მათი ინფიცირებაც სავარაუდოდ სწორედ თბილისში სტუმრობას უკავშირდება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის ხელმძღვანელ ანზორ ქობალიას ინფორმაციით, საეჭვოა ამავე ოჯახის კიდევ ერთი წევრის, არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობაც, რომლის კვლევის პასუხიც მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ანზორ ქობალიას ცნობითვე, ინფიცირებულ და-ძმასთან უშუალო კავშირში მყოფი 8 პირი გადაყვანილია საკარანტინე სივრცეში, დამატებით გრძელდება კიდევ ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა.
პაციენტებს რუხის კლინიკაში გადაიყვანენ, სადაც 9 სექტემბრის მონაცემებით 20 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.
ავტორი: თეა შონია











