წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში მიკროავტობუსი ბავშვს დაეჯახა.
იგი სასწრაფო- სამედიცინო სამსახურის ბრიგადამ უკვე გადაიყვანა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში.
საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა, სულხან ორჟონიამ განაცხადა, რომ პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.
“სასიცოცხლო ჩვენებით გაყვანილია საოპერაციო ბლოკში. მას ამ წუთებში ოპერაცია უტარდება”, – აღნიშნა მან.
გავრცელებული ინფორმაციით,მოზარდი მეორე კლასის მოსწავლეა და ის მშობელს გაექცა, როცა გზას კვეთდა.
ავტორი: თეა შონია











