წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ობუჯში, ჯაღირას უბანში ძლიერი ხანძარია.
წალენჯიხის მერის მოადგილე ცოტნე შონიამ განაცხადა, რომ ცეცხლი დასახლებულ პუნქტთან ახლოს ტყის მასივს უკიდია, რომელიც 20 ჰექტარზეა მოდებული.
მისივე ცნობით, ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები მუშაობენ.
ხანძრის ქრობას კი ძლიერი ქარი ართულებს.
ადგილობრივების ინფორმაცით, ხანძარი სავარაუდოდ დაუდევრობას უკავშირდება.
ცნობისთვის, დღეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ოთხ ლოკაციაზე იყო ხანძარი.
ავტორი: თეა შონია











