წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, სქურის მთაზე დაახლოებით 2 ჰექტარზე ხანძარია.
ხანძრის ამსახველ ფოტოს ადგილობრივი ცირა გვასალია ავრცელებს. მისი თქმით, შორიდან ჩანს, რომ ცეცხლი სწრაფად ვრცელდება.
„აქ მშრალი ამინდები იყო ბოლო პერიოდში. ამას ემატება მსუბუქი ნიავიც და იმედი მაქვს, არ მოედება ძალიან. 18:10-ზე დავრეკე 112-ში და წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მითხრეს, რომ ჰყავთ 8-ტონიანი რეზერვუარიანი მანქანა. ვერტმფრენი — არა. იმედი მაქვს, დროზე მოვლენ”, — წერს ცირა გვასალია.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი ბესიკ ფარცვანია აცხადებს, რომ ცეცხლი ეკალ-ბარდებს და ტყის ქვედა საფარს გაუჩნდა. მისივე ინფორმაციით, ხანძარი ლოკალიზებულია, მაგრამ ლიკვიდირებული, ჯერჯერობით არ არის.
ავტორი: თეა შონია










