წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია დააკავეს. დაკავებულია ასევე მისი ბიძაშვილი მათე ღვინჯილია.
მუნიციპალიტეტის მერმა ბესიკ ფარცვანიამ განაცხადა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია მას ახლობლებისგან აქვს და ამ საკითხზე ჯერ რაიმე ოფიციალური ცნობა არ მიუღია.
„მეც ახლა გავიგე. თბილისში ვარ, თბილისში უნდა ჩამოსულიყო, აქ გვქონდა შეხვედრა. ახლობლებმა დამირეკეს და მითხრეს, რომ დაკავებულია. სხვა არაფერი ვიცი”, – აცხადებს მერი.
ბოლო ინფორმაციით, დაკავების მიზეზი სამსახურეობრივი მანქანით სიგარეტის კონტრაბანდული გზით შემოტანა გახდა.
ავტორი: თეა შონია











