ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესა და საკრებულოს აპარატის თანამშრომელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
სასამართლოს დაცვის მხარემ თითოეულისათვის 100 000 ლარიანი გირაოს შეფარდების შუამდგომლობით მიმართა. თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
სასამართლო სხდომა 15 სექტემბერს ჩაინიშნა.
წალენჯიხის საკრებულოს უფროსის თემურ ღვინჯილიასა და ამავე მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის სამდივნო განყოფილების უფროსის მათე ღვინჯილიას დაკავების შესახებ 26 ივლისს გახდა ცნობილი.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, საქმე ეხება ჯგუფურად, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვის ფაქტს.
ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 8,310 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის სავარაუდო ღირებულება 34,000 ლარს აღემატება.











