რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, რუსლან ცალიკოვის განცხადებით, ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა მზადაა.
„კლინიკური კვლევები უკვე დასრულდა და ყველა მოხალისე საავადმყოფოდან გაწერილია. გაწერის მომენტში უკლებლივ ყველა მოხალისეს ჰქონდა იმუნიტეტი და თავს გრძნობდა ნორმალურად. ამგვარად, ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი სამამულო ვაქცინა უკვე მზადაა“, – აცხადებს ცალიკოვი.











