ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შექმნილი კორონავირუსის ვაქცინა უსაფრთხოა და იმუნურ სისტემას აუმჯობესებს. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
კვლევაში 1 077 ადამიანი მონაწილეობდა. შედეგებმა აჩვენა, რომ ინექციის შედეგად მათ ორგანიზმში ანტისხეულები და თეთრი სისხლის უჯრედები წარმოიშვა, რომელთაც კორონავირუსთან ბრძოლა შეუძლიათ.
შედეგები ძალიან დამაიმედებელია. ვაქცინის შესამოწმებლად და მის ეფექტურობაში დასარწმუნებლად ცდები კვლავ მიმდინარეობს.
დიდმა ბრიტანეთმა ვაქცინის 100 მილიონი დოზა უკვე შეუკვეთა.











