ოკუპირებულ გალის რაიონის ცხრა სოფელში გავრცელებულ ხანძართან დაკავშირებით, საოკუპაციო რეჟიმს გადაეცა ცენტრალური ხელისუფლების სრული მზადყოფნა დახმარების გაწევასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ სუსში განაცხადეს.
მათივე ინფორმაციით, გალის რაიონში ხანძართან დაკავშირებით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ 5 იანვარს რამდენჯერმე გააქტიურდა ცხელი ხაზი.
„ოკუპირებული გალის რაიონში გავრცელებულ ხანძართან დაკავშირებით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ 5 იანვარს, დილიდან რამდენჯერმე გააქტიურდა ცხელი ხაზი და საოკუპაციო რეჟიმს გადაეცა ცენტრალური ხელისუფლების სრული მზადყოფნა ნებისმიერი მიმართულებით დახმარების გაწევასთან დაკავშირებით. აღნიშნული მიზნით, მიმდინარეობს კომუნიკაცია ყველა არსებული მექანიზმის გამოყენებით“, – აცხადებენ სუს-ში.
ავტორი: თეა შონია










