fbpx
15/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ცერცვაძე: ​პრეპარატ „ტოცილიზუმაბს“ ყველა COVID კლინიკა დღემდე არ იყენებს, რასაც არავითარი გამართლება არ აქვს

22:24 ივნისი 10, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
796
ნახვა

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში თენგიზ ცერცვაძე მედიკამენტ ტოცილიზუმის ეფექტურობაზე საუბრობს.

„COVID-19-ით პაციენტებში გარდაცვალების მაჩვენებლის(ე.წ. CFR) მინიმუმამდე შემცირების და შესაბამისად, გადარჩენის მაჩვენებლის გაზრდისათვის ე.წ. სტანდარტული მკურნალობის და მოვლის სერვისების მიწოდებასთან ერთად დიდი მნიშვნელობა აქვს ინოვაციური მეთოდების დამიდგომების (რემდესივირი, ტოცილიზუმაბი, კონვალესცენტის პლაზმა, მონოკლონური ანტისხეულები, პლაზმაფერეზი, სისხლის ექსტრაკორპორული გაწმენდა, და სხვ.) სწორ და დროულ გამოყენებას.

ე.წ. არასტანდარტული მედიკამენტებიდან ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა (უმნიშვნელოვანესია) ინტერლეიკინ-6-ის (IL-6) რეცეპტორის საწინააღმდეგო სპეციფიკური მონოკლონური ანტისხეულები – ტიცილიზუმაბი, რომელიც გამოიყენება COVID-19-ის დროს განვითარებული ე.წ. ციტოკინური შტორმის სამკურნალოდ.

ა.წ. იანვარ-თებერვალში გამოქვეყნებული დიდ ბრიტანეთში ჩატარებული სერიოზული კვლევების შედეგების მიხედვით, სწორი გამოყენების შემთხვევაში ტოცილიზუმაბი მძიმე და კრიტიკულად მძიმე COVID-19-ით ავადმყოფებში სარწმუნოდ ამცირებს სიკვდილობას, პაციენტების ჰოსპიტალში დაყოვნების ხანგრძლივობას და მექანიკური ვენტილაციის საჭიროებას.

ჩვენ ტოცილიზუმაბს წარმატებით ვიყენებთ ჯერ კიდევ COVID პანდემიის ადრეული პერიოდიდან, თუმცა რიგი ობიექტური, თუ სუბიექტური მიზეზების გამო, ამ მედიკამენტს ყველა COVID კლინიკა დღემდე არ იყენებს, რასაც არავითრი გამართლება არა აქვს.

გვინდა, მოვიყვანოთ ტოცილიზუმაბის წარმატებული გამოყენების თვალსაჩინო მაგალითი.

„ჩაფიძის გულის ცენტრის“ COVID კლინიკაში ა.წ. მაის-ივნისის თვეებში ტოცილიზუმაბით წარმატებით უმკურნალეს შვიდ მძიმე და კრიტიკულად მძიმე COVID ავადმყოფს (ექვსი მათგანი გამოჯანმრთელდა და მხოლოდ ერთი პაციენტი რჩება კრიტიკულად მძიმე), რაც ძალიან კარგი შედეგია.

„ჩაფიძის გულის ცენტრი“ ქვეყნის წამყვანი კარდიოლოგიური კლინიკაა, მაგრამ აქ 2020 წლის ნოემბრიდან ფუნქციონირებს COVID განყოფილება, რომელშიც ტოცილიზუმაბის გარდა წარმატებით იყენებენ სხვა თანამედროვე მიდგომებსაც – პაციენტების მართვა მულტიდისციპლინური გუნდის მიერ, ჟანგბადის მიწოდება მაღალი ნაკადით – ე.წ. high flow, რემდესივირი და სხვ. შედეგიც სახეზეა. კლინიკას აქვს COVID-ით ჰოსპიტალიზებული პაციენტების გარდაცვალების ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი (1,46%) და ეს მიუხედავად იმისა, რომ კლინიკაში ცენტრის სპეციფიკის გათვალისწინებით როგორც წესი ხვდებიან COVID ავადმყოფები გულის და ფილტვების მძიმე თანმხლები დაავადებებით.

ტოცილიზუმაბი ძლიერმოქმედი პრეპარატია, აქვს მკაცრად განსაზღვრული ჩვენებები და უკუჩვენებები. ამიტომ ამ მედიკამენტის დანიშვნა და გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ შესაბამისი კომპეტენციის და გამოცდილების მქონე სპეციალისტების მიერ.

„ჩაფიძის გულის ცენტრის“, ისევე როგორც ზოგიერთი სხვა COVID კლინიკის (ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი, ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა, კლინიკა „ნიუ ვიჟენი“, კლინიკა „თბილისი ცენტრალი“ და სხვ.), წარმატებული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ტოცილიზუმაბი უფრო ფართედ უნდა იქნეს გამოყენებული ქვეყნის წამყვანი COVID კლინიკების მიერ, რა თქმა უნდა, ჩვენებების და უკუჩვენებების მკაცრად გათვალისწინებით“, – აღნიშნულია თენგიზ ცერცვაძის განცხადებაში.

თეგები: თენგიზ ცერცვაძე

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

თენგიზ ცერცვაძე: ინფიცირებიდან პირველი 8-10 დღის განმავლობაში თუ მოგვმართავენ, დაავადების დამძიმებას თავიდან აიცილებენ

დეკემბერი 1, 2021
831
საზოგადოება

თენგიზ ცერცვაძე: თუ ვაქცინაციის მაჩვენებელი არ გაიზარდა, პანდემიის დაძლევაზე ლაპარაკი ზედმეტია

დეკემბერი 1, 2021
926
მთავარი ამბავი

თენგიზ ცერცვაძე გამაფრთხილებელ მიმართვას ავრცელებს

ოქტომბერი 22, 2021
794

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია