fbpx
17/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ცერცვაძე: „სინოვაკზე“ ასაკობრივი ჯგუფები შეზღუდული არ იქნება

20:26 მაისი 11, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
849
ნახვა

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა „სინოვაკზე“ ასაკობრივი ჯგუფები შეზღუდული არ იქნება.

მისივე თქმით, უახლოეს დღეებში დაიწყება „სინოვაკზე“ ჯერ რეგისტრაცია და შემდეგ ვაქცინაცია.

„ასაკობრივი ჯგუფები მხოლოდ „ასტრაზენეკაზეა“ შეზღუდული, სხვაზე – არა. როდის დავიწყებთ გამოყენებას ზუსტად არ ვიცი, მაგრამ უახლოეს მომავალში. იქაც ელოდებიან ავტორიზაციას. ჩვენ საქართველო ვუცდიდით „სინოფარმის“ ავტორიზაციასაც, მოსახლეობის პროტესტი რომ არ გამოგვეწვია. „სინოვაკს“ თურქეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ბრაზილია და უამრავი ქვეყანა 4 თვეა იყენებს. ჩვენ მაინც ყველაფერზე ვფრთხილობთ, შესაძლოა, ეს კარგიცაა. უახლოეს დღეებში დაიწყება „სინოვაკზე“ ჯერ რეგისტრაცია და შემდეგ ვაქცინაცია“, – განაცხადა ცერცვაძემ.

რაც შეეხება თავად ვაქცინაციის პროცესს, ცერცვაძის თქმით, ტემპი გაზრდილია, თუმცა, მოქალაქეების კიდევ უფრო გააქტიურებაა საჭირო.

„ამჟამად მოსახლეობის აქტივობა ნორმალური და დამაკმაყოფილებელია, თუმცა, საჭიროა კიდევ უფრო მეტი აქტიურობა. სულ დღეისთვის აცრილია 68 ათასი ადამიანი, ეს მოზრდილი მოსახლოების 2.5%-ია, რაც ცოტაა, თუმცა, ვაქცინაციის ტემპი გაზრდილია. იმისთვის, რომ წლის ბოლისთვის ქვეყნის მოსახლეობის 65%-ის ვაქცინაცია მოხდეს, ამისთვის საჭიროა დღეში 6-7 ათასი ადამიანი იცრებოდეს. გუშინ აიცრა 4800 ანუ საჭიროა აქტივობის გაზრდა, გაორმაგება. ეს საქართველოსთვის რეალურია. ორი დღის წინ 80-ზე მეტი სამედიცინო დაწესებულა იყო პროცესში ჩართული და 164 ბრიგადა. ყოველდღიურად ემატება როგორც პუნქტები, ასევე ბრიგადები. შეფერხება არც სერვისის მიწოდების და არც ვაქცინების რაოდენობის მხრივ არაა. ჩვენ რაც ვაქცინაციის დაწყებისას დავკარგეთ, ის დრო მაქსიმალურად სწრაფად უნდა ავანაზღაუროთ. დღეში 6-7ათასი მოქალაქის ასაცრელად საკმარისი დოზები გვაქვს“, – განაცხადა ცერცვაძემ.

თეგები: ვაქცინათენგიზ ცერცვაძესინოვაკი

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

გამყრელიძე: სასურველია ვაქცინის ბუსტერი დოზა იმუნიზაციიდან 6 თვის შემდეგ გაკეთდეს

დეკემბერი 9, 2021
1.3k
საზოგადოება

თენგიზ ცერცვაძე: ინფიცირებიდან პირველი 8-10 დღის განმავლობაში თუ მოგვმართავენ, დაავადების დამძიმებას თავიდან აიცილებენ

დეკემბერი 1, 2021
831
საზოგადოება

თენგიზ ცერცვაძე: თუ ვაქცინაციის მაჩვენებელი არ გაიზარდა, პანდემიის დაძლევაზე ლაპარაკი ზედმეტია

დეკემბერი 1, 2021
925

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია