ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან „ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის დაკავებული წარმომადგენლები ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
შეგახსენებთ, დაკავებულებს შორის იყვნენ გიორგი გუგავას ძმისშვილები, ანი და სოფო გუგავა და ორგანიზაციის კიდევ ერთი წევრი.
პოლიციამ ისინი ადმინისტრაციული წესით 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის დააკავა, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობას გულისხმობს.











