ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან „ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა, რასაც 3 ადამიანის დაკავება მოჰყვა.
დაკავებულებს შორის არიან გიორგი გუგავას ძმისშვილები, ანი და სოფო გუგავა. მათ ცესკოს შენობაში კარვების შეტანა სურდათ.
პოლიციამ ისინი ადმინისტრაციული წესით 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის დააკავა, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობას გულისხმობს.











