“ქართული ოცნების” დეპუტატი ალუდა ღუდუშაური “ნაცმოძრაობის” ლიდერს, ნიკა მელიას მოუწოდებს, თუ ციხეში ჯდომა უნდა, იქ წიგნები წაიკითხოს და განათლება გაიღრმავოს.
“თუ ნიკა მელიას მიზანია, რომ გირაო არ გადაიხადოს, ციხეში იჯდეს, იქ რაღაც მემუარები წეროს, წიგნები წაიკითხოს და განათლება გაიღრმავოს, ეს მისი არჩევანია და ამაში ვერ შევზღუდავთ.
ულტიმატუმის ენა უნდა დავივიწყოთ. ოპოზიცია მართლაც ულტიმატუმს აყენებს – ჩვენი ყველა, როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო საზოგადოება, პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლები, ელჩები და გულშემატკივრები მხარეებს მაგიდასთან დასხდომისკენ მოუწოდებენ. ამის ფონზე ჩვენ გვესმის ულტიმატუმი, იქედნური საუბარი ოპოზიციის მხრიდან, რაც ხელს არ უწყობს ქვეყანაში სტაბილური მდგომარეობის განვითარებას.
მათი მიზანიც ის არის, რომ დესტრუქციული ქმედებებით როგორმე შეძლონ ქვეყანაში სიტუაციის არევა, ამით ისარგებლონ და მოვიდნენ ხელისუფლებაში. ხედავთ, რომ ერთ შანსსაც არ ტოვებენ, რომ რამე ფორმით არ „გამოიყენონ“ ეს მდგომარეობა“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.
შეგახსენებთ, ოპოზიციონერმა გიგი უგულავამ ნიკა მელიას ციხეში წიგნები გაუგზავნა.









