fbpx
16/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

წინა ხელისუფლების დროს 68 კილომეტრი გზა აშენდა და 10-ჯერ ხსნიდნენ ერთსა და იმავე მონაკვეთს – ირაკლი ღარიბაშვილი

18:23 სექტემბერი 1, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
768
ნახვა

მასშტაბური სამუშაოები ხორციელდება მართლაც რიკოთის უღელტეხილზე, მართლაც საუკუნის პროექტია, შენდება 96 ხიდი და 53 გვირაბი; თბილისიდან ბათუმში 3 საათში ჩავა ნებისმიერი მოქალაქე, რაც, რა თქმა უნდა, არის ძალიან დიდი კომფორტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ სამტრედიის მერობის კანდიდატის დავით ბახტაძის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის საუკუნის პროექტი, რომელიც მომავალ თაობებს დარჩება.

„ეს მართლაც საუკუნის პროექტია, რომელიც დარჩება ჩვენს შვილებს, შვილიშვილებს და მომავალ თაობას. ყველა მიმართულებით, სხვა მაგისტრალები და აქაც წარმოიდგინეთ ჩვენი ხელწერა. ჩვენ 2- ჯერ მეტი მაგისტრალი დავაგეთ, ავაშენეთ, მაშინ როცა, წინა ხელისუფლების დროს, მოგეხსენებათ, მაშინ როგორ ხდებოდა ამ ყველაფრის აფიშირება და პროპაგანდა, 68 კილომეტრი გზა აშენდა მხოლოდ მაშინ, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს და კარგად გახსოვთ, რომ ხან ერთი მხრიდან, ხან მეორე მხრიდან აშუქებდნენ და ხსნიდნენ 10-ჯერ ერთსა და იმავე მონაკვეთს, სხვადასხვა რაკურსით გაშუქებულს. რა თქმა უნდა, ეს ჩვენი ხელწერა არ არის, თუმცა მეორე მხრივ, ჩვენ დავდივართ და ჩვენ თვითონ მართლაც გაოცებულები ვართ, ძალიან დიდი სამუშაოები ჩატარდა ბოლო წლების განმავლობაში. ბევრგან დავაგეთ გზები, ჯამში 7 000 კილომეტრი ახალი გზის რეაბილიტაცია-აღდგენა მოვახდინეთ. წყალგაყვანილობა, გაზიფიცირება, ხიდების მშენებლობა – ეს არის ის ფაქტები და ის რეალობა, რომელიც ბოლო წლებში შევქმენით, მაგრამ რა თქმა უნდა, კიდევ მეტი უნდა გავაკეთოთ და გაათმაგებული ტემპებით უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის აშენება“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განათლება და განათლებული თაობა.

„ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, სჭირდება განათლებული თაობა, სპეციალისტები. ყველა მუნიციპალიტეტში ვგეგმავთ, რომ ავაშენოთ პროფესიული გადამზადების სკოლები, ჩამოვიყვანოთ უცხოელი სპეციალისტებიც, რომლებიც ადგილზე მოამზადებენ ჩვენს ახალგაზრდებს და ყველას, ვინც დაინტერესებული იქნება იმით, რომ შეიძინონ, შეისწავლონ სხვადასხვა პროფესიები. რა თქმა უნდა, დიდ ყურადღებას ვუთმობთ ასევე, დაწყებით განათლებას, უმაღლეს განათლებას. ამ მიმართულებით კარგი ხედვები, კარგი გეგმები აქვს განათლების და მეცნიერების მინისტრს და გავაგრძელებთ ამ მიმართულებით სვლას. 170-ზე მეტი სკოლა ავაშენეთ ბოლო 8 წლის განმავლობაში, 250 სკოლა გავარემონტეთ და 800 სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება შემდგომი წლების განმავლობაში ერთიანი, ევროპული სტანდარტის შესაბამისად“,- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

ირაკლი ღარიბაშვილი – წელს 1-18 სექტემბერს  თბილისი, ევროპის 3 ქალაქთან ერთად, კალათბურთის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს

იანვარი 24, 2022
768
მთავარი ამბავი

მდინარე იორდანესთან საქართველოსთვის გადმოცემულ მიწაზე ქართული კულტურის ცენტრის ასაშენებლად, სამთავრობო კომისია შეიქმნება

იანვარი 24, 2022
776
პოლიტიკა

თუ ვინმეს მოუნდება აღიარება, პოლიტიკის შეცვლა, რადიკალიზმზე და რევანშზე უარის თქმა და ა.შ. ეს გაგვიხარდება, მაგრამ რთულად მესახება ეს პროცესი – პრემიერი

დეკემბერი 28, 2021
759

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია