„ქართული ოცნება“ იმ მდგომარეობაში არ არის, რომ „წითელი ხაზებით“ ვინმეს ესაუბროს. ეს წითელი ხაზები ცხვირ-პირში მოხვდებათ მათ, თუ მათ არ დაივიწყებენ, -ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„მოლაპარაკებაზე კომპრომისული წინადადებით ვინც უნდა მოვიდეს, ეს არის „ქართული ოცნება“. ჩვენ ველოდებით კომპრომისებს „ქართული ოცნებისგან“. ჩვენი შეთავაზება არის ის 6 პუნქტი, რაზეც ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შევთანხმდით, ამაზე დათანხმდა მათ შორის ე.წ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ან ამაზე ვისაუბრებთ ან საერთოდ არ შედგება ეს მოლაპარაკება. „ქართული ოცნება“ იმ მდგომარეობაში არ არის, რომ „წითელი ხაზებით“ ვინმეს ესაუბროს. ეს წითელი ხაზები ცხვირ-პირში მოხვდებათ მათ, თუ ამ ხაზებს არ დაივიწყებენ“, – განაცხადა ჩიხლაძემ.









