“ჩვენი პარტია და მე არ ვაპირებთ პარლამენტში შესვლას, თუ არ იქნება მკაფიოდ დაფიქსირებული არამარტო პოზიცია, არამედ 8 მარტის ტიპის შეთანხმება უნდა შედგეს, მემორანდუმი, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მყარი გარანტიებით, რომ ინიშნება ახალი არჩევნები”, – ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა, ირმა ინაშვილმა აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციის დატოვების შემდეგ განაცხადა.
ინაშვილის თქმით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების წინ ე.წ. წითელი ხაზები უნდა წაიშალოს და როგორმე შეთანხმებამდე უნდა მივიდნენ.
“მე დეტალებზე ვერ გავამახვილებ ყურადღებას, ვინაიდან კონფიდენციალურია ეს დეტალები. მიმდინარეობს ახლა ძალიან რთული პროცესი, ჩვენ ვემზადებით მესამე რაუნდისთვის და ყველა სიტყვა არის მოსაზომი. ჩვენ ვითხოვთ დაინიშნოს ახალი არჩევნები. წითელი ხაზები უნდა წაიშალოს და დისკუსიისა და დიალოგის შედეგი ზუსტად ის არის, რომ წაიშალოს წითელი ხაზები და მივიდეთ შეთანხმებანდე”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.











