ციციშვილის კლინიკაში წლინახევრის ბავშვი გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით მცირეწლოვანი თავიდან ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში მკურნალობდა, თუმცა კოვიდ პანდემიის ფონზე იგი თბილისში ციციშვილის სახელობის კლინიკაში გადმოიყვანეს.
ბავშვის მამა შვილის გარდაცვალებაში კლინიკას ადანაშაულებს.
„პრაიმტაიმი“ მომხდარის დეტალებს არკვევს და ციციშვილის კლინიკიდან შესაბამის განმარტებას ელოდება.
დღეს, უყურადღებობის გამო, ქალიშვილი გარდამეცვალა – ციციშვილის კლინიკაში გარდაცვლილი ბავშვის მამა











