საქართველოს „ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების“ წევრს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
ინციდენტი წნორში მოხდა, როცა ორგანიზაციის წარმომადგენლები ერთ- ერთი ადგილობრივის საცხოვრებელ სახლში ინფორმაციის გადასამოწმებლად მივიდნენ.
ადგილობრივს სახლში, მძიმე პირობებში, საკვებისა და შესაბამისი აცრების გარეშე, ათობით ძაღლი ჰყავდა. არსებული ვითარების გამო, ორგანიზაციის წევრებმა, ორი ძაღლი წაიყვანეს.
ამ ფაქტმა მეპატრონე გააღიზიანა და არასამთავრობო ორგანიზაციის ერთ- ერთ წარმომადგენელს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
საქართველოს „ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების“ წევრები, ძაღლების მომვლელს, თაღლითობაში ადანაშაულებენ.
მათი ინფორმაციით, ის ძაღლების პატრონობისათვის ფინანსურ მხარდაჭერას სოციალური ქსელით ითხოვს. თუმცა, რეალურად ის თანხას ცხოველების მოსავლელად არ იყენებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის, 126-ე მუხლით დაიწყო.
იხილეთ ვიდეო – დაპირისპირება ცხოველთა დამცველებსა და ძაღლის მეპატრონეს შორის
ავტორი- ხათუნა გულიაშვილი








