„გვეუბნებიან, რომ 9 წელზე დავამთავროთ საუბარი, ეს ე.წ, მიშას პერიოდზე. ვერ დავამთავრებთ იმიტომ, რომ ყოველდღე გვხდება ერთი და იგივე თემები. აქედან გამომდინარე ხშირად უნდა მოვიგონოთ და დავაყენოთ ეს საკითხი“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმ გიორგი ვოლსკიმ პარლამენტის რიგგარეშე სესიის სხდომაზე სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური მოხსენების მოსმენის შემდეგ, განაცხადა .
„ან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია არის არაკომპეტენტური და საქართველოსთვის მტრული თავისი ამ ფორმულირებით ან ის ადამიანები, ვინც ამას ხელი მოაწერა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ხელის მომწერებიც კი არ მიმაჩნია იმ ადამიანებად, რომლებმაც საქართველოს უღალატეს. იყო რაღაც ეიფორია, დავალება, რომელიც მოდიოდა ზემოდან, დღემდე მოდის ეს დავალებები და დღემდე ამ მოჯადოებულ წრეში ვართ ჩაკეტილები. და ეს არის რეალობა“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.










