ცხვარიჭამიაში 3 თებერვალს მომხდარი მკვლელობა გახსნილია. დაკავებულია 22 წლის ახალგაზრდა კაცი. მას განზრახ მკვლელობაში ედება ბრალი.
გამოძიების მტკიცებით, დაკავებულმა 43 წლის მამაკაცს თავის საცხოვრებელ სახლში ურთიერთშელაპარაკებისას გულმკერდის არეში ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და მიიმალა.
დაჭრილი ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.











