ქუთაისში აქტივისტებმა კომენდანტის საათის დროს ქალაქში მსვლელობა მოაწყვეს. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მათ მიერ დათქმულ დროს 6 დაკავებული არ გაათავისუფლეს.
“მონებო, ძირს, კორუმპირებული ჩინოვნიკები”- სკანდირებენ აქტივისტები. მათი თქმით, თუ ხვალამდე დაკავებულები არ გაათავისუფლეს, შიმშილობას დაიწყებენ.
ქუთაისის მერიის წინ გამართულ აქციაზე ექვსი ადამიანი დააკავეს. ინფორმაცია ამის შესახებ „პრაიმტაიმნიუსს“ შსს-ში დაუდასტურეს.
უწყების ინფორმაციით, აქტივისტები დაკავებული არიან 171-ე მუხლის საფუძველზე.
ავტორი: კესო მოლაშხია











