fbpx
30/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ცნობილი ხდება დეტალები ზუგდიდის ინციდენტზე, რა დროსაც პოლიციელი მოქალაქეს ფიზიკურად დაუპირისპირდა

19:38 ოქტომბერი 27, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
895
ნახვა

რამდენიმე საათის წინ ზუგდიდში, წმინდა ნინოს ქუჩაზე ინციდენტი მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ზუგდიდელმა პოლიციელმა მოქალაქეზე ფიზიკურად იძალადა. დაზარალებული გელა სიჭინავას დედა ჰყვება, რომ პატრულის მოქმედი თანამშრომელი გოჩა გუჯეჯიანი მის შვილს რკინის ხელკეტით გაუსწორდა.

ფიზიკურ დაპირისპირებას კი წინ სიტყვიერი შელაპარაკება უძღოდა.

ინციდენტის დროს, გელა სიჭინავა გამოესარჩლა მამას, რომელიც მანქანის ხელოსანია და სწორედ საპატრულო პოლიციელის გუჯეჯიანის ბიძა იყო მამისის კლიენტი.

როგორც დაზარალებულ გელა სიჭინავას დედა ამბობს, გუჯეჯიანის ბიძა ერთი წლის შემდეგ მოვიდა მის მეუღლესთან და ფულის გადახდის გარეშე მანქანის ხელახლა შეკეთება მოსთხოვა. კლიენტი მოქმედი პოლიციელის გოჩა გუჯეჯიანის ბიძა აღმოჩნდა.

მომხდარს უარყოფს გოჩა გუჯეჯიანის დედა და ამბობს, რომ მის შვილს ფიზიკურად თავად გელა სიჭინავა გაუსწორდა.

გელა სიჭინავას მძიმე, მრავლობითი დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული. მას სასწრაფო დახმარების გამოძახება და ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაყვანა დასჭირდა.

ცოტა ხნის წინ კი ის საავადმყოფოდან სამართალდამცავებმა გამოიყვანეს. იგი ამ წუთებში პოლიციის სამმართველოში იკითხება.

მომხდარზე საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს:

„სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში 27 ოქტომბერს, საპატრულო პოლიციის თანამშრომლის კ.გ.-ს მიერ მოქალაქე გ.ს.-ს ცემის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გამოძიება დაიწყო.

გამოძიების მიერ ამ ეტაპზე დადგენილია, რომ 27 ოქტომბერს ქალაქ ზუგდიდში გ.ს.-ს და კ.გ.-ს შორის, რომელიც აღნიშნულ დროს არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, ავტომანქანის შეკეთების თაობაზე წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

გამოძიების მიერ ამ ეტაპისთვის დაზარალებულად ცნობილია და გამოკითხულია გ.ს. მიღებული დაზიანების ხარისხის განსაზღვრისათვის დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. მიმდინარეობს თვითმხილველი მოწმეების გამოკითხვა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

ავტორი: თეა შონია

თეგები: ზუგდიდისაქართველოს პროკურატურაშსს

დაკავშირებული სტატიები

A new study finds that drug prices can vary dramatically in the developing world, especially as a country moves up the economic ladder.
მთავარი ამბავი

შსს-მ 37 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ნარკოტიკები გაანადგურა

დეკემბერი 25, 2021
796
სამართალი

პოლიციამ ბათუმში თურქეთის მიერ ინტერპოლით ძებნილი 5 პირი დააკავა

დეკემბერი 10, 2021
1.1k
საზოგადოება

ზუგდიდში საკრებულოს სხდომა, რომელზეც თავმჯდომარე უნდა აერჩიათ, ისევ ერთი კვირით გადაიდო

დეკემბერი 10, 2021
787

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია