ნიკა მელიას გირაოს თანხას ევროკავშირში რეგისტრირებული ორგანიზაცია გადაიხდის.
“პრაიმტაიმის” ინფორმაციით, სავარაუდოდ ეს გახლავთ დემოკრატიის ევროპული ფონდი (EED). ორგანიზაცია 2013 წელს ევროკავშირის (EU) და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ დაფუძნდა, რათა ხელი შეუწყოს დემოკრატიას ევროკავშირის სამეზობლოში, მათ შორის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, რომლის წევრი საქართველოც გახლავთ. ორგანიზაციის წესდებაში აღნიშნულია, რომ ფონდი მხარს უჭერს მათ, ვისაც ოფიციალურად მხარს ვერ დაუჭერენ სხვა დონორები და ევროკავშირში არსებული ინსტრუმენტები.
ორგანიზაციის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარეობს ევროპარლამენტის წევრი დევიდ მაკალისტერი.
ფონდის მმართველი საბჭო შედგება 43 წევრისგან, რომლის წევრებიც არიან ევროპელი პოლიტიკოსები, მათ შორის ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა, გალერ მიშელი და სხვები.











