საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შემთხვევაში მინიმუმ 9 მილიონ ევროს მიიღებს.
უეფას (ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო) გადაწყვეტილებით, ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შემთხვევაში ამ ფულის მიღების გარდა, ჯგუფური ეტაპის მატჩში გამარჯვების შემთხვევაში გუნდებს დამატებითი ბონუსებიც ჩაერიცხება. კერძოდ, გამარჯვების შემთხვევაში 1,5 მილიონი ევრო, ფრის შემთხვევაში 750 ათასი ევრო, ჯგუფური ეტაპის დაძლევის შემთხვევაში კი 2 მილიონი ევრო.
ბუნებრივია ეს ქართველი ფეხბურთელებისთვის დამატებითი მოტივაცია იქნება, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროპირველობაზე მოხვედრამდე ვლადიმირ ვაისის გუნდს მხოლოდ 1 საფეხური აშორებს. 12 ნოემბერს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში საქართველოს ნაკრები ყველაზე მნიშვნელოვან შეხვედრას გამართავს. ერთა ლიგის ფლეი-ოფის ფინალში ქართველი ფეხბურთელების მეტოქე ჩრდ. მაკედონიის ნაკრები იქნება.











