მოსკოვში, ცოტა ხნის წინ გადაარჩინეს კაცი, რომელმაც ტელეცენტს ოსტანკინოსთან ბენზინი გადაისხა და თავი დაიწვა.
გამოცემა Life-ი ფაქტის ამსახველ ვიდეორგოლს ავრცელებს.
სამართალდამცველებმა ცეცხლმოკიდებული კაცი პატრულირების დრო დაინახეს. სწორედ მათ მოახერხეს ცეცხლის ჩაქრობა.
მათ ოსტანკინოს დაცვაც დაეხმარა.
ცნობილი ხდება, რომ დაზარალებული 45 წლისაა. მას ცეცხლის წაკიდებისას არ წარმოუთქვამს არცერთი სიტყვა.
ამ წუთებში ის სკლიფასოვსკის სახელობის კლინიკაში აპარატზეა შეერთებული.










