სრულდება ცოტნე გამსახურდიას განზრახ ჯგუფურად მკვლელობის მცდელობის საქმეზე სასამართლო განხილვები. გამსახურდიას ადვოკატი, ამირან გიგუაშვილი იმედოვნებს, რომ სასამართლო გამოიყენებს მის უფლებამოსილებას და დამნაშავეებს უმკაცრესად დასჯის.
„ჩვენ ყველა, ცოტნეს მხარდამჭერები, ის ადამიანები, ვისაც გვსურს რომ ყველა კონკრეტულ საქმეზე დადგეს სამართლიანი, კანონიერი განაჩენი და დამნაშავეები ისხდნენ საბრალდებო სკამზე და იყვნენ ციხეში, ვფიქრობ რომ სოლიდარული იქნება ჩვენი მოთხოვნის მიმართ.
ჩვენ ვაფიქსირებთ პოზიციას რომ ყველა სათანადო მტკიცებულება წარდგენილია, რომელიც აღნიშნული პირების ბრალეულობას პირდაპირ ადასტურებს. შესაბამისად, მოველით რომ სასამართლო გამოიყენებს მის უფლებამოსილებას და განუსაზღვრავს უმკაცრეს სასჯელებს დამნაშავეებს.“ – განაცხადა ამირან გიგუაშვილმა.
შეგახსენებთ, ცოტნე გამსახურდია 2019 წლის 19 დეკემბერს საკუთარ სახლთან დაჭრეს. დაკავებულია ხუთი ადამიანი.










