წყალტუბოს სოფელ ნამახვანის მკვიდრები დღეს ნამახვან ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ. ადგილობრივები ადგილზე 24 საათიან რეჟიმი უკვე 35 დღეა რჩებიან. ადგილობრივები მშენებელი კომპანიის „ენკას” ტერიტორიიდან გასვლას ითხოვენ.
„არ შეწყდება პროტესტი, ვიდრე კომპანია არ დატოვებს ხეობას. მათი განცხადება არის მიუღებელი. ჩვენი ხელისუფლება არის მხარე და არ იცავს მოსახლეობის ინტერესებს, ამიტომ დახმარებისთვის ამერიკის ელჩს მივმართავთ. დაინტერესდეს ჩვენი პროტესტით და მოგვისმინოს. ჩვენ პროტესტს არ შევწყვეტთ”, – განაცხადა აქციის მონაწილემ ვარლამ გოლეთიანმა.
კომპანიაში აცხადებენ, რომ მოსახლეობის შიშები უსაფუძვლოა, რადგან ჰესი ყველა წესის დაცვით აშენდება.
ავტორი: კესო მოლაშხია










