წყალტუბოში არასრულწლოვანი დაჭრეს. შემთხვევა მესამე საჯარო სკოლასთან გუშინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაჭრილი ახალგაზრდა ამავე სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლეა.
ის სავარაუდოდ 20 წლამდე მამაკაცმა დაჭრა.
დაჭრილი ახალგაზრდა საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას ჭრილობა მუცლის არეში აქვს. არსებული ინფორმაცით, ინციდენტში მონაწილე დაკავებული არაა.
ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.











