fbpx
13/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ცუდის ნიშანია, რომ ქალაქში მიუსაფარ ძაღლებში გამოჩნდა ცოფი – ამირან გამყრელიძე

13:16 ივნისი 25, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
1.2k
ნახვა

„ცუდის ნიშანია, რომ ქალაქში მიუსაფარ ძაღლებში გამოჩნდა ცოფი“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ცოფის ვირუსი ერთადერთი დაავადებაა, რომელიც არ იკურნება და ფატალური შედეგით სრულდება. ამიტომ, პრევენციის ერთადერთი საშუალება კბენის ან დადორბვლის შემთხვევაში ადამიანის დროული ვაქცინაციაა.

„ცოფი არის ერთადერთი დაავადება, რომელიც 100%-ით არის სასიკვდილო. ჯერჯერობით, კაცობრიობამ ცოფის საწინააღმდეგოდ ვერც ერთი წამალი ვერ გამოიგონა. ცოფი თუ განვითარდა ადამიანში, სამწუხაროდ, ვერაფერს ვერ უშველით. ერთ-ერთი ყველაზე დიდი აღმოჩენა, რაც კაცობრიობის და მედიცინის ისტორიაში არის, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაა. ამ მიმართულებით ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით. 2014 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მაქსიმალური რაოდენობით აცრა მიუსაფარი ძაღლები. ამისთვის ყოველწლიურად საკმაოდ დიდი თანხები იხარჯება. როდესაც ნებისმიერი ძაღლი დაკბენს, ან გაკაწრავს ადამიანს, მომენტალურად ხდება ვაქცინაცია. 2015-17 წლებში ცოფის შემთხვევა არ გვქონია. 2018 წელს დაფიქსირდა 2 შემთხვევა, საიდანაც 1 შემთხვევა ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე იყო. 2019 წელს გვქონდა 1 შემთხვევა, ისიც ოკუპირებული ტერიტორიიდან.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, 2020 წელს საქართველოში ცოფის შემთხვევები ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა, თუმცა ვირუსის ნიშნები შეინიშნება მიუსაფარ ძაღლებში. გამყრელიძე შესაბამის სამსახურებს ვაქცინაციის მიმართულებით, კონტროლის გაძლიერებისკენ მოუწოდებს.

 

ასევე ნახეთ: მსხვერპლის 40% მოდის 15 წლამდე ბავშვებზე! – როგორ დავიცვათ თავი ცოფიანი ძაღლებისა და შხამიანი გველებისგან

„2020 წელს ადამიანებში ცოფის შემთხვევა ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა, მაგრამ ცუდის ნიშანია, რომ ქალაქში მიუსაფარ ძაღლებში გამოჩნდა ცოფი. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ შესაბამის სამსახურებს, რომ გააქტიურონ კვლევები და მოხდეს მაწანწალა ძაღლების ვაქცინაცია. ადამიანებმა კი უცნობი ძაღლის მიერ გაკაწვრის ან დადორბვლის შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს“, – განმარტავს გამყრელიძე.

არსებობს შემთხვევები, როცა ადამიანები ცოფზე წინასწარ იკეთებენ ვაქცინას, მაგალითად: ზოოპარკის თანამშრომლები, მონადირეები და ა.შ. ვაქცინაცია უნდა მოხდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანი დაიკბინება ან დაიდორბლება უცნობი ცხოველის მიერ. ამასთან, უნდა მიუსაფარ ძაღლებთან მიმართბით უნდა გაძლიერდეს ღონისძიებები შესაბამისი სამსახურების მიერ. ქუჩაში ე.წ. მაწანწალა ძაღლები არ უნდა დადიოდნენ, რადგან ისინი მოსახლეობისთვის საფრთხეს წარმოადგენენ. არსებობს სპეციალური იზოლატორები, სადაც შესაძლებელი იქნება მათი მოთავსება და იქ კარგად მოუვლიან“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

თეგები: ამირან გამყრელიძეცოფი

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

ამირან გამყრელიძე: „ომიკრონი“ დიდი ალბათობით, ამ თვის განმავლობაში გამოჩნდება

დეკემბერი 12, 2021
6.8k
მთავარი ამბავი

სიკვდილიანობა არ შემცირდება სანამ ყოველდღიური ახალი შემთხვევების რაოდენობა ათასს ქვემოთ არ ჩამოვა – ამირან გმყრელიძე

დეკემბერი 12, 2021
863
მთავარი ამბავი

გამყრელიძე: სასურველია ვაქცინის ბუსტერი დოზა იმუნიზაციიდან 6 თვის შემდეგ გაკეთდეს

დეკემბერი 9, 2021
1.3k

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია