„ქართული ოცნების“ მიერ უკვე გამოვლენილი მამაცი პოლიტიკური ნებით, სია გენდერულად დაბალანსებული იქნება – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში ბევრ ქალს ვიხილავთ.
„რაც შეეხება ჩემ კანდიდატურას, რა თქმა უნდა, ყველა პოლიტიკურ პროცესში ვარ და ვიქნები „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის გვერდით და მათთან ერთად. ჩემი მათთან ერთად და ჩვენი ყველას ერთად ყოფნის გამოხატულება იქნება თუ არა ჩემი პროპორციულ სიაში ყოფნა, ამაზე პასუხი არ მაქვს ჯერ, რომ მქონდეს, აუცილებლად გაგიზიარებდით“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.
ცნობისთვის, საარჩევნო კოდექსის მიხედვით, პარტია, რომელსაც სიაში ყოველ ოთხეულში ერთი კანდიდატი მაინც არ ეყოლება განსხვავებული სქესის წარმომადგენელი, ვერ დარეგისტრირდება.
უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის თქმით, უმრავლესობაში არ არსებობს განსხვავებული აზრი ქალთა კვოტირების საკითხთან დაკავშირებით.
საარჩევნო პროექტის კოდექსი გააპროტესტა შალვა ნათელაშვილმა და ამ საკითხზე სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.
მისი შეფასებით, ის რაც წარმოადგინა ივანიშვილმა ქალთა ქვოტირებაზე არის წარმოუდგენელი შეურაცხოფა, დისკრედიტაცია და სეგრეგაცია იმ ქვეყნის საქალეთისა, სადაც მეთორმეტე საუკუნეში ქალი გახლდათ სახელმწიფოს მეთაური.











