საბედისწერო წვეულების იუბილარმა ანა გებაჩავამ დახურულ სასამართლო სხდომაზე გაიხსენა ვინ ვის ურტყამდა 18 ივნისის ღამეს და როგორ დაიწყო დაპირისპირება საბურთალოელებსა და ნახალოვკელებს შორის.
სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებას „ტვ პირველი“ ავრცელებს.
„წვეულება კარგად მიდიოდა სანამ საბურთალოელები მოვიდოდნენ. არაფერი არ არეულა, ყველაფერი კარგად იყო, ვერთობოდით და როდესაც საბურთალოელები მოვიდნენ, ერთ-ერთ მათგანს, კოკო ღიბრაძეს, თითქოს, ვიღაცამ მიაყენა შეურაცხყოფა – დიჯეით მიმართა, ეგ არ ესიამოვნათ და მაგის შემდეგ დაძაბულობა იყო ნახალოვკელებსა და საბურთალოელებს შორის…











