ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობს, რომ სწავლასთან დაკავშირებით არანაირი ცვლილებები არ იგეგმება.
გაბუნიას თქმით, ეს საერთაშორისო რეკომენდაციებზეა დამოკიდებული.
„უსაფრთხოების პროტოკოლები საკმაოდ დეტალურია. არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება გარკვეული მოდიფიკაციები შევიდეს, თუ ახალ რეკომენდაციას მოგვცემს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია. ეს ცოცხალი პროცესია და რა საერთაშორისო რეკომენდაციაც იქნება, ის აისახება.
რაც შეეხება სწავლის დაწყების თარიღს, დღეს ამასთან დაკავშირებით ახალი გადაწყვეტილება არ მიღებულა“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ცნობისთვის, საქართველოს დიდ ქალაქებსა და რამდენიმე სოფელში სწავლა 15 სექტემბერს დისტანციურად დაიწყო. სწავლა ჩვეულ რეჟიმში 1-ლი ოქტომბრიდან დაიწყება.











