„პირველი, უაღრესად ადამიანურად დამწყდა გული, მეორე ვიდრე სოციალურ მედიაში არ ატყდა ერთი ამბავი, იქ მდგომმა ერთმა ადამიანმაც ვერ მოიფიქრა, რომ გამოსულიყო და რაღაც კომენტარი გაეკეთებინა“ – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია „ენმ – ძალა ერთობაშიას“ აქციაზე სიის პირველი ნომრის, ბუბა კიბაბიძის მიერ, რუსულად შესრულებულ სიმღერას.
„პირველი უაღრესად ადამიანურად დამწყდა გული, მეორე, ეს ქვეცნობიერი ამბავია, სანამ სოციალურ მედიაში არ ატყდა ამბავი ვერც მოიფიქრა იქ მდგომმა ერთმა ადამიანმა გამოსულიყო და რაღაცა კომენტარი გაეკეთებინა. სოციალურ მედიაში, რომ ატყდა ამბავი მერე დაიწყე ეს რაღაც უხერხული ვერსიების მოძებნა.
რაც შეეხება რატომ დამწყდა გული ბუბა კიკაბიძე ამ ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული არტისტია, ადამიანი ასაკშია. ზუსტად ესაა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა – როდესაც ცალკე აღებული ადამიანის, ინვიდის ბედი არავის არ ადარდებს. ჯერ ერთი, ამ ასაკის ადამიანი რომ გამოგყავს, ამღერებ, ასეთი მორალური და ემოციური დარტყმის ქვეშ აყენებ, რაც წლების განმავლობაში შეუქმნია, გაუკეთებია რეპუტაცია ან ხალხის სიყვარული დაუმსახურებია, ამ ერთ საღამოში, სამწუხაროდ.
და კიდევ ერთს დავამატებდი გუშინდელმა აქციამ, მათ შორის, იქ გამომსვლელი ხალხის დონეზეც, კიდევ ერთხელ დამარწმუნა იმაში, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკური ელიტების ცვლილება უნდა დაიწყოს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.











