გარემოს ეროვნული სააგენტო უახლესი დღეების ამინდის პროგნოზს აქვენებს.
სააგენტოს ცნობით, საქართველოში ტემპერატურა კვლავ მოიმატებს, რამაც, შესაძლოა, ტყის ხანძრები გამოიწვიოს.
„27-30 აგვისტოს საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად მოიმატებს. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია 39, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 38 გრადუსს გადააჭარბოს.
29-30 აგვისტოს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობსა და გორი-სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი შექმნის ტყის ხანძრების გაჩენის ხელშემწყობ პირობებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.











