უახლოეს დღეებში შედგება კოალიციური მთავრობა, რაც წინასაარჩევნო ხედვა იყო, – ამის შესახებ წალენჯიხის მერმა გია ხარჩილავამ განაცხადა.
„ყველაფერი კანონმდებლობით არის გაწერილი, ყველაფერი კონსტიტუციაში არის ასახული, ამიტომ ჩვენ, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, მაქსიმალურ თანამშრომლობასა და ჩართულობას ვუზრუნველყობთ ცენტრალურ ხელისუფლებასთან, რათა რაიონის ინტერესი და განვითარება იყოს პირველი რიგის ფუნქციონალური ამოცანა თვითმმართველობისთვის”, – განაცხადა ხარჩილავამ.
შეგახსენებთ, წალენჯიხის ახლადარჩეული მერი, გია ხარჩილავა მერიის შენობაში იმყოფება, იგი დღეიდან მოვალეობის შესრულებას შეუდგა, მას მერიაში ყოფილი მერი ბესიკ ფარცვანია დახვდა, რომელმაც უფლებამოსილება გადასცა.
ავტორი: თეა შონია








