“რატომ არ იხილავს “ქართული ოცნება” ჩვენს განცხადებებს, 55-მა კაცმა შეიტანა განაცხადი?, იმიტომ, რომ ელოდება ამათ მაიმუნობებს, ამათი მაიმუნობის გამოა ეს ყველაფერი რომ გაიწელა. ესაა მაიმუნობა და უბედურების ზღვარზეა ეს ქვეყანა და სადაც უნდა იქ შესულა ხვიჩია”, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ პარტია “გირჩისა” და “მოქალაქეების” წევრების ბოლოდროინდელი განცხადებების შეფასებისას განაცხადა.
გიგი უგულავას თქმით, “გირჩი” და “მოქალაქეები” უკვე პარლამენტში არიან და კობახიძეებად იქცნენ.
“ეს ხალხი უკვე არის იქით, შიგნით არის, კობახიძეა და ილაპარაკონ დავანებოთ თავი. ეს არის განგრენა, ეს არის სიმულაციური პოლიტიკური პროცესი. სიმულაციურ პოლიტიკურ პროცესში ჩვენი მონაწილეობა ნიშნავს, რომ ჩვენც უნდა გადავიქცეთ სიმულაკრად, ჩვენ დღეს ვართ ქვეყანა, სადაც 15% ამბობს, რომ პურის ფული არ აქვს და იაგო ხვიჩია სად შეეთრევა და სად გამოეთრევა ვის რაში ანაღვლებს?”, – განაცხადა გიგი უგულავამ.
შეგახსენებთ, რომ “გირჩისა” და “მოქალაქეების” ლიდერები “ევროპულ საქართველოს” მოლაპარაკებების ჩაშლის მცდელობაში ადანაშაულებენ.











