სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, ხვალ, 9 დეკემბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას ,,თელასი” ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, გადაუდებელი სამუშაოების გამო შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს:
ისნის რაიონს, გლდანის რაიონს, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონებს, საბურთალოს რაიონს, ვაკის რაიონს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.










