3 ნოემბერს ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტროენერგია დროებით შეიზღუდება. ინფორმცაის ამის შესახებ „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.
„ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 ნოემბერს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში გლდანში, მამკოდაში, ლელუბანში, ხოდაუბნებში, ნადიკვრებსა და მიმდებარე სოფელბში, აგრეთვე მცხეთის რაიონის სოფელ ვეჯინში“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.










