გეგმური სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისში, საბურთალოს რაიონში, 21 აგვისტოს ელექტროენერგია გაითიშება. ინფორმაციას ამის შესახებ კომპანია „თელასი“ ავრცელებს.
“გეგმური სამუშაოების გამო 00:00 საათიდან 00:50 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის და ჯორჯ ბალანჩინის ქუჩის მოსახლეობას.
ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 01:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, ვაშლიჯვრის დასახლების, ვაშლიჯვრის IIა ზონის, აღმაშენებლის ხეივნის, გოძიაშვილის, კვანტალიანის, ირაკლი ფარჯიანის, თოფურიძე ვალენტინის, გელოვანის და მუხრან მაჭავარიანის ქუჩების მოსახლეობას“- ნათქვამია განცხადებაში.











