სხვადასხვა სამუშაოების გამო თბილისის ზოგიერთ რაიონში დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ კომპანია „თელასი“ ავრცელებს.
ნაძალადევის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „სარაჯიშვილი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, გურამიშვილის გამზირის, დავით სარაჯიშვილის გამზირის, ზღვისუბნის დასახლების IV, X, Xა კვარტლების, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I, IV კვარტლების, თემქის დასახლების III მოკრორაიონის I, IV კვარტლების, თემქის დასახლების IV მოკრორაიონის, თემქის დასახლების IV კვარტლის, მუხიანის ნაკვეთების, ავჭალა-1 სამხედრო დასახლების, ლურჯი ქედის, საგუბარის, ლევან რჩეულიშვილის, გია რომელაშვილის, დავით ნიშნიანიძის, ქუჯი ერისთავის, ავჭალის, ანაპის 414-ე დივიზიის, ალეკო გობრონიძის, ლერი ლაგურაშვილის, რეზო გაბაშვილის, ამირან ბობოხიძის, ავშნის, ევგენი ღვალაძის და ქობის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის I, II მიკრორაიონების და გლდანი-მუხიანის გადასასვლელის მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობას.
სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების და ქინძმარაულის ქუჩის მოსახლეობას.
ვაკის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის მოსახლეობას.










